უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს "გამარჯვების გეგმას" აცნობს

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს "გამარჯვების გეგმას" აცნობს. სხდომას ზელენსკი შარლ მიშელის მიწვევით ესწრება. მიშელმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა:

"მე ორი გზავნილი მაქვს უკრაინისთვის და თქვენთვის, ბატონო პრეზიდენტო. პირველი ის არის, რომ ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას რამდენი ხანიც საჭირო იქნება და რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გჭირდებათ მეტი სამხედრო და ფინანსური დახმარება. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია დავაჩქაროთ ეს ყველაფერი, რათა დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. მეორე გზავნილი ის არის, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია და გასულ კვირებში ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ პროგრესს, რადგან ვიცით, რომ თქვენ ყველა საჭირო რეფორმას ატარებთ." აღნიშნა მიშელმა.

"დიდი მადლობა აქ მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია გამარჯვების გეგმის გაზიარება ყველა ლიდერისთვის. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ 35 მილიარდზე, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან უნდა გადაეცეს უკრაინას და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, რისთვისაც სწორი მექანიზმი უნდა ვიპოვოთ. ჩვენ ასევე გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან ვიცით, რომ ზამთარი ძალიან რთული იქნება." განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იხილეთ "გამარჯვების გეგმის" 5 პუნქტი.

საბჭოზე განიხილავენ საქართველოს საკითხსაც. იქამდე კი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადება ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.

ორდღიანი სამიტის შემდეგ ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს მეთაური სპეციალურ დეკლარაციას მიიღებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი