"უკრაინა იმსახურებს, ერთ მშვენიერ დღეს NATO-ს 33-ე წევრი გახდეს" | ზელენსკი რუტეს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"უკრაინის NATO-ში მოწვევა დიპლომატიურად გაგვაძლიერებს და ნამდვილ და სამართლიან მშვიდობასთან დაგვაახლოებს. უკრაინა იმსახურებს, ერთ მშვენიერ დღეს გახდეს NATO-ს 33-ე წევრი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და ალიანსის გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრას ეხმაურება.

"NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, შეხვედრისას განვიხილეთ ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინას და დაეხმარება ჩვენს ბრძოლაში. მადლობა ალიანსის წევრ ქვეყნებს, რომლებიც ხელს უწყობენ უკრაინის თავდაცვის წარმოების განვითარებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენასა და სამხედრო დახმარებას. გვაქვს NATO-ს წევრების მზადყოფნის იმედი, რომ ჰააგაში, NATO-ს მომდევნო სამიტამდე, უკრაინისთვის ფინანსური დახმარება, 40 მილიარდი ევროს ოდენობით, გამოცხადდება", - წერს ზელენსკი.

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი