რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში.
როგორც ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო TASS წერს, ინიციატივა ეკუთვნის მწერალ სერგეი კომკოვს. ჯერ არაა ცნობილი, კონკრეტულად რა გახდა პუტინის მშვიდობის დარგში წარდგენის მიზეზი.
პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი კი ირწმუნება, რომ ეს არ ყოფილა კრემლის ინიციატივა. მიუხედავად ამისა, "რუსეთი სრულად მიესალმება პუტინის ნობელიანტობას".
ცნობისთვის, გარდა პუტინისა, მშვიდობის დარგშია წარდგენილი ამერიკის პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპის ნომინირების მიზეზი კი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილია.