დაშინების ამბავია, ჰგონიათ, რომ ამით ვინმეს დააშინებენ - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნების გაყალბების საქმის "გამოძიების" ფარგლებში პროკურატურაში მის დაბარებაზე. ჯაფარიძე უწყებაში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის თანადასწრებით მოითხოვს გამოკითხვას: 

"როგორც ჩანს ახალი ციკლი დაიწყეს, პოლიტიკოსებს იბარებენ გამოკითხვაზე. ვუთხარი, რომ მზად ვარ სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან მივიდე, მათ შორის, მტკიცებულებები მივიტანო გაყალბების და რაც უნდათ ის გამომკითხონ. თუ უნდათ, საჯაროდაც ვთავაზობ, რომ საჯაროდ გავაკეთოთ ეგ პროცესი. არ მინდა არანაირი მოსამართლე, დაჯდეს ნებისმიერი პროკურორი, დავუჯდები მე მტკიცებულებებით და საჯაროდ გაუშვან ლაივში და ხალხმა ნახოს და მოისმინოს როგორ გამომკითხავენ" ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, დღეს გამოკითხვაზე დაიბარეს მამუკა ხაზარაძეც. პროკურატურაში მისვლას არც ის აპირებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი