თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნათია მეზვრიშვილს მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხავენ. როგორც მეზვრიშვილი წერს, მოსამართლეს ის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს. გამოკითხვა 12 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, მეზვრიშვილი პროკურატურამ, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული "გამოძიების" ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა მეზვრიშვილმა ისევე როგორც ოპოზიციის სხვა ლიდერებმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა.
ამ დროისათვის იგივე საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია.