უკვე 12 საათზე მეტია, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო სარჩელების განხილვა მიმდინარეობს - პროცესზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სადამკვირვებლო კოალიციის "ჩემი ხმა" საჩივრები განიხილება, რაც არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის ბათილად ცნობას გულისხმობს, სადაც არჩევნები ელექტონულად ჩატარდა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სხდომა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდება. შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მოსამართლეთა კოლეგია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი