"ჩვენ არ შევეგუებით ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვას და არ ვაღიარებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს", - ასე ეხმაურებიან ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის მენეჯერები, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გაყალბებულ
არჩევნებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ისინი სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ, “ხმა ამოიღონ”. მოწოდებასთან დაკავშირებით, პენცეტრი განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები მივიჩნევთ, რომ თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო არის ილია ჭავჭავაძისა და მასავით სამშობლოსათვის თავგანწირული, ასეულობით ქართველი საზოგადო მოღვაწის უმთავრესი მემკვიდრეობა. მიგვაჩნია, რომ პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა დაედო საფუძვლად თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობას. სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ბატონობის ერთ-ერთი ყველაზე დაუძინებელი მტერი, დასავლური ღირებულებების ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი გამავრცელებელი და განათლების მნიშვნელობის დაუღალავი მქადაგებელი.
„ქართული ოცნების“ ბრძოლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ, ხელისუფლების მიერ დასავლური დემოკრატიის დისკრედიტაციის მცდელობა და ბოლოს, 26 ოქტომბერს არჩევნების გაყალბება იმ საძირკვლის ხელყოფაა, რომელსაც ეყრდნობა თანამედროვე საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. ისტორიის გაყალბება, რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით ტყუილის სიმართლედ გასაღება, ჩვენი თანამოქალაქეების უკიდურესი სიღარიბისათვის გაწირვა, მათთვის განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ილია ჭავჭავაძისა და სხვა საამაყო ქართველთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. ეს არის ქართველი ხალხის მომავლის განადგურების მცდელობა.
26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ, ნამდვილმა, თანამედროვე ევროპულმა საზოგადოებამ, ხმა მისცა საქართველოში ერთპარტიული მმართველობის დასასრულს. ეს არის ყველაზე ევროპული და ამავდროულად ქართული იდეა, რადგან ერთიანი ქართული სახელმწიფო ყოველთვის ემყარებოდა განსხვავებულთა ერთობას, რომელიც ვინმეს განადგურებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ - ქართველი ხალხის ევროპულ ოჯახში დაბრუნებით - ჭეშმარიტ სამოქალაქო მშვიდობას, ხანგრძლივ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და განვითარებას ესწრაფვის.
ჩვენ არ შევეგუებით ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვას და არ ვაღიარებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს. პირობას ვდებთ, რომ შეუპოვრად, ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს იდენტობის, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი ევროპული აწმყოსა და მომავლის დასაცავად. ამიტომ მოვითხოვთ ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ემიგრაციაში მცხოვრები მილიონამდე ქართველის - ჩვენი სრულუფლებიანი თანამოქალაქეების - ხმის უფლების რეალიზებისთვის სათანადო პირობების შექმნას და რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის გახსნას საზღვარგარეთ.
ასევე მოვუწოდებთ კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ექიმებს, ბიზნესმენებს, თითოეულ მშრომელს, ვის ყოველდღიურ ძალისხმევაზეც დგას ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი, გავერთიანდეთ და ხმა ავიმაღლოთ, რათა გადავარჩინოთ საქართველო იმ უფსკრულში გადაჩეხვას, რომლისკენაც მიგვაქანებს ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით შეპყრობილი ოლიგარქი.
მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, ყველამ ერთად, მშვიდობიანად და მტკიცედ, პრინციპულად და მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი რუსული მტაცებლობისგან, რადგან „სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი!“ - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
1. მაია ბადრიძე, მთარგმნელი
2. მაკა კასრაძე, გამომცემელი
3. ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი
4. ლუკა ბაქანიძე, მწერალი
5.ანა კოპალიანი, მთარგმნელი
6. ნანა აბულაძე, მწერალი
7. მედეა იმერლიშვილი, პოეტი
8. ნათია ორმოცაძე, რედაქტორი
9. ლელა კურტანიძე, პოეტი
10. თეონა ბექიშვილი, რედაქტორი
11. ტორესა მოსი, მწერალი
12. გიორგი ხარაიშვილი, მწერალი
13. ბესო სოლომანაშვილი, მწერალი
14. გვანცა ჯობავა, გამომცემელი
15. ლელა შუბითიძე, კულტურის მენეჯერი
16. იაკი კაბე, პოეტი
17. დარეჯან კიკოლიაშვილი, მთარგმნელი
18. თამარ ჟღენტი, პოეტი, მთარგმნელი
19. მაია კობახიძე, რედაქტორი
20. ლიკა ჩაფიძე, მთარგმნელი
21. ლელა კოდალაშვილი, მწერალი
22. ნათია გიორგაძე, პოეტი
23. ელენე ჯაფარიძე, მწერალი
24. ზურა პაპიაშვილი, მწერალი
25. ლევან ბერძენიშვილი, მთარგმნელი, ფილოლოფი
26. თინა მამულაშვილი, გამომცემელი
27. პაატა შამუგია, პოეტი
28. მაია ალუდაური, გამომცემელი
29. სოფიო კუბლაშვილი, მწერალი
30. მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი, მთარგმნელი
31. ქეთი ნიჟარაძე, მწერალი, მთარგმნელი
32. ვასო გულეური, პოეტი, მთარგმნელი
33. ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი
34. მაშო სამადაშვილი, ლიტერატურათმცოდნე
35. ლექსო ქურხული, მწერალი
36. დოდო ყვავილაშვილი, მთარგმნელი
37. მარინა ცხადაია, გამომცემელი
38. პაატა ჯავახიშვილი, მთარგმნელი
39. ნატო კვარაცხელია, მთარგმნელი
40. შორენა ლებანიძე, მწერალი
41. ივა ფეზუაშვილი, მწერალი
42. ნინო ჭინჭარაული, მწერალი
43. ელისო ჩუბინიშვილი, მწერალი, ილუსტრატორი
44. ნატალია ბუკია-პეტერს, მათარგმნელი
45. რატი მუჯირი, მწერალი
46. ლელა დუმბაძე, მთარგმნელი
47. ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი
48. თორნიკე სიბაშვილი, პოეტი
49. გია გოკიელი, მთარგმნელი
50. ნატო გორდელაძე, გამომცემელი
51. ანნა ჯავახიშვილი, პოეტი
52. ნატალია ტროხიმ, მწერალი, მთარგმნელი
53. ქეთი მეგრელიშვილი, ლიტერატორი
54. მაია კუდავა, გამომცემელი
55. ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი
56. მანანა მათიაშვილი, მთარგმნელი
57. ირაკლი ლომოური, მწერალი, მთარგმნელი
58. მაია ცირამუა, მწერალი
59. ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატურის მენეჯერი
60. ქეთი ქანთარია, მთარგმნელი
61. რუსუდან რუხაძე, მწერალი
62. მაიკო დანელია, ლიტერატურის მენეჯერი
63. ნანა გოგოლაშვილი, მთარგმნელი
64. ლაშა ბუღაძე, მწერალი, პუბლიცისტი
65. ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი
66. ნანა ზარდიაშვილი, მთარგმნელი
67. კოკა ქამუშაძე, მწერალი
68. ბათუ დანელია, პოეტი, მთარგმნელი
69. არჩილ ქიქოძე, მწერალი
70. ნატალია დარასელია, პოეტი
71. ზაზა ბურჭულაძე, მწერალი
72. ნიკოლოზ ცისკარიშვილი, მწერალი
73. დავით ქაშიაშვილი, მწერალი, ჟურნალისტი
74. ლუკა ხატიაშვილი, მწერალი
75. ნინო ნადირაძე, მწერალი
76. ქეთი ჩარკვიანი, მთარგმნელი
77. თინათინ ხუტურიძე, მწერალი
78. გიორგი შონია, მწერალი
79. ნიკოლოზ აგლაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი
80. გაგა ნახუცრიშვილი, მწერალი
81. მაია ლიპარტელიანი, მთარგმნელი
82. ნანა აკობიძე, მწერალი
83. ბექა ქურხული, მწერალი
84. ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი
85. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი
86. ირინა ბაგაური, მთარგმნელი
87. გიორგი მასხარაშვილი, მწერალი
88. მაკა ლდოკონენი, მწერალი
89. ნატა ლომოური, პენცენტრის აღმ. დირექტორი
90. ელზა გურგენიძე, მწერალი
91. თამთა მელაშვილი, მწერალი
92. კატია ვოლტერსი, მთარგმნელი
93. ბექა ახალაია, მწერალი
94. გურანდა ფაჩულია, მთარგმნელი
95. ანა ყიასაშვილი, გამომცემელი
96. მარიამ კვიციანი, გამომცემელი
97. თამრი ფხაკაძე, მწერალი
98. ია ქვაჩახია, მთარგმნელი
99. თამარ ლონდარიძე, რედაქტორი
100. თორნიკე ჭელიძე, მწერალი
101. ნინა სურამელაშვილი, მწერალი
102. რატი ამაღლობელი, პოეტი
103. ლუკა გრიგოლია, გამომცემელი
104. ლელა სამნიაშვილი, პოეტი
105. დათო კაკაბაძე, მთარგმნელი
106. რეზო გეთიაშვილი, პოეტი
107 ნიკა ლაშხია, პოეტი
108. თამარ მუსხელიშვილი, მთარგმნელი
109. ნუკა ღამბაშიძე, გამომცემელი
110. ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე
111. ირაკლი მაჩიტაძე, მწერალი, ჟურნალისტი
112. ირაკლი მახარაძე, მწერალი, რეჟისორი
113. ნინო ბექიშვილი, რედაქტორი
114. ირაკლი მეტრეველი, მწერალი, ჟურნალისტი
115. ალექს ჩიღვინაძე, დრამატურგი
116. ქეთი ჩართოლანი, მთარგმნელი, მკვლევარი
117. დავით ახალაძე, მთარგმნელი
118. ნანა ექვთიმიშვილი, მწერალი, კინორეჟისორი
119. ლელა ფიროსმანიშვილი, მთარგმნელი
120. ლაშა გველესიანი, მთარგმნელი
121. ანა მარგველაშვილი, გამომცემელი