საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი პოლიტიკური ცენტრი", ჰერმან საბოს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ანა ჩიქოვანის შეტანილი სარჩელი გენდერული კვოტების შემოღებაზე არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს. 

მოსარჩელეები ამბობდნენ, რომ გენდერული კვოტების შემოღება და მოთხოვნა, რომ საარჩევნოდ პარტიების სიაში ყოველ ოთხეულში ერთი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს, არაკონსტიტუციურია.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

"გირჩმა" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ივლისს დაარეგისტრირეს.   

შეგახსენებთ, რომ ცვლილების მიხედვით, პარტიების სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში 30 ქალი მოხვდება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი