ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დარბევის დროს ადმინისტრაციული სამართალდაღვევისთვის დაკავებული პირების სათანადოდ დასასჯელად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 48-საათინი დაკავების ვადა სრულად გამოიყენა. გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებისთვის პოლიციელემბა ძალის გამოყენებით სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტის ლიდერები და ის მოქალებები დააკავეს, რომლებიც გაყალბებულ და მითვისებულ არჩევნებს აპტოტესტებდნენ.
ნაკბენები ტანზე და დაზიანებების კვალი სახეზე - პატიმრობის შემდეგ, დაკავებულები ყვებიან, რომ საპოლიციო ძალებმა მათზე დაკავებისას ფიზიკურად იძალადეს, იზოლატორში გადაყვანის შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს ის მოქალაქეები გამოიკითხენენ, რომელთა დაკავებისას პოლიციამ, სავარდუდოდ, უფლებასმოსილებას გადაამეტა. მათი ნაწილი ყვება, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობას ჰქონდა მიზანმიმართული ხასიათი და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ზოგ შემთხვევაში, დკაავების შემდეგაც გრძელდებოდა.