თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ უკრაინას ATACMS რაკეტებით რუსეთზე დარტყმის უფლება მისცა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, „ატაკამსის“ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.

კირბის თქმით, შტატებმა „ფაქტობრივად შეცვალა მითითებები“ ATACMS-ის რაკეტების გამოყენებაზე და ახლა უკრაინელებს „შეუძლიათ მათი გამოყენება კონკრეტული ტიპის სამიზნეებზე დასარტყმელად“ - „ახლა მათ შეუძლიათ „ატაკამსის“ გამოყენება თავდაცვისთვის დაუყოვნებელი საჭიროების შემთხვევაში. როგორც ვხედავთ, ეს ხდება კურსკის ოლქში“, – განაცხადა კირბიმ.

შეგახსენებთ, 17 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო სამიზნეებზე, ამერიკული რაკეტების გამოყენების უფლება მისცა. თუმცა, ვაშინგტონს ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე ოფიციალურად არ ჰქონდა გამოცხადებული.

უკრაინამ კი  ATACMS-ის რაკეტებით რუსეთს 19 ნოემბერს დაარტყა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი