მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს გენერალური მდივანის, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის განცხადებით, ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებულები აკვირდებიან. მისი თქმით, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც დაუყოვნებლივ ცეცლხის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. 

ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, ორივე ქვეყანამ აიღო ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ და ეს ვალდებულება მკაცრად უნდა დაიცვან. ამ რთულ პერიოდებში ვფიქრობ სამოქალაქო პირებზე, მათ შორის ბავშვებზე, ქალებსა და მოხუცებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ გრძნობენ თავს უფრო დაუცველად, ვიდრე ოდესმე, ისევე როგორც ყველა ამ კონფლიქტის გამო. ევროპის საბჭოს სახელით, მე მოვუწოდებ ჩვენი ორი წევრი ქვეყნის ხელისუფლებას, გააკეთონ ყველაფერი, რომ დაიცვან ადამიანის სიცოცხლე და არ ჩაერთონ სამხედრო კონფლიქტებში. ძალისხმევა არ უნდა დაზოგოთ ესკალაციის შესაჩერებლად, - წერია განცხადებაში.

გენერალური დივანი აღნიშნავს, რომ ისინი კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, რომლებიც მხარეებს კონლფიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში დაეხმარებიან.

აქვე, დღეს, 27 სექტემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს. ამ დროისთვის დაღუპულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და 10 სომეხი ჯარისკაცი. 

მალევე, საგარეო საქმთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტს გამოეხმაურა და კონლფიქტის დეესკალაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა. პარალელურად, სომხეთის პრემიერმინისტრმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადა. 

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი წლებია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი