ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ - ფაშინიანი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ სამხრეთ კავკასია ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა. ნიკოლ ფაშინიანი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გამოყენოს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ კონფლიქტში არ ჩაერთოს თურქეთი. ფაშინიანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფსაც მიმართავს:

ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ, რასაც შეიძლება ყველა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს. ომი შეიძლება ჩვენს რეგიონს გასცდეს და უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა არ დაუშვას თურქეთის კონფლიქტში ჩართვა“ – ამბობს ფაშინიანი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირპსირება დღეს, 27 სექტემბერს განახლდა. თურექთმა კი უკვე ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა აზერბაიჯანს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი