მილი მეჯლისმა აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანმა ქვეყანაში საომარი მოქმედება გამოაცხადა გადაწყვეტილება 
მილი მეჯლისმა საგანგებო სხდომაზე მიიღო. გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში და რეგიონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 

მილი მეჯლისის გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი 48 საათში დაამტკიცებს.

ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში დღეს, 27 სექტემბერს განახლდა. არიან დაჭრილები და დაღუპულები.

საგანგებო მიმართვა გაავრცელა სომხეთის პრემიერმინისტრმა და დასავლეთს მოუწოდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ კონფლიქტში თურქეთი არ ჩაერიოს, რომელმაც თავის მხრივ, ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს.


მილი მეჯლისი - აზერბაიჯანის ერთპალატიანი პარლამენტი, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

  • შეიქმნა აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს ბაზაზე 1991 წლის 26 ნოემბერს.
  • მილი მეჯლისი შედგება 125 დეპუტატისგან, რომლებსაც 5 წლის ვადით ირჩევენ
  • მილი მეჯლისის არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ, ნოემბრის პირველ კვირა დღეს ტარდება.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი