"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერსა და ოპოზიციის ერთიან კანდიდას გლდანის ოლქში, ნიკა მელიას გუშინ ქვები დაუშინეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს ადგილობრივების გაკეთებული არ არის და, სავარაუდოდ, ხელისუფლების მხარდამჭერების ნამოქმედარია.
დაბნეულები არიან, აღარ იციან რა ქნან. ბოლო გაფართხალებაა "ოცნებისთვის". იციან, რომ უკვე წააგეს და მაგიტომ იქცევიან ასე, - ამბობს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის წარმომაგდენლებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. 24 სექტემებრს ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს საცხოვრებელ სახლთან ორი უცნობი კაცი თავს დაესხა. 18 სექტემებერს, ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.17 სექტემბერს, გვიან ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. 16 სექტემბერს დმანისში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს "ქართული ოცნების" დეპუტატი, დაჭრით დაემუქრა. 15 სექტემბერს კი დმანისში, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ.