
სომხეთსა და აზერბიჯანს შორის გაჩაღებულ ომში მთვარი მოსარგებლე რუსეთია. ომის ესკალაციაში რუსეთის ჩართულობაზე, გადაცემაში "დღის სტუმარი" ღიად საუბრობს ლიეტუის დეპუტატი და ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნავინეჩიე.
"ერთი შეხედვით, ნათლად ჩანს, რომ ეს კონფლიქტი ხელს არ აძლევს არც სომხეთსა და არც აზერბაიჯანს. ეს ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდაა მიმართული და არ მესმის, რატომ არ ფიქრობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები კონფლიქტის მშვიდობიანი წესით მოგვარებაზე. ეს ადვილი არაა, მაგრამ აქ უფრო ემოციები ჭარბობს, ვიდრე პრაგმატული და რაციონალური ინტერესები. ამ საკითხში მოგებული მხოლოდ რუსეთია. ვხედავთ იმასაც, რომ კონფლიქტში სულ ურო მეტად ერთვება თურქეთი, რაც მოვლენებს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე.
საქართველოს სამეზობლოში მიმდინარე საომარი პროცესები, ცუდი სიგნალია ევროკავშირისთვის, რადგან საქართველო ევროინტეგრაციის გზაზეა და კარგი იქნება, ეს კონფლიქტი აღმოიფხვრას" - თქვა რასა იუკნავინეჩიენმა.
შეგახსენებთ, რომ სომხესა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები გუშინ, 27 სექტემბერს კვლავ განახლდა, რის შედეგადაც არიან გარდაცვილები და ასევე დაშავებულები.
ორივე ქვეყანა სამხედრო რეჟიმზე გადავიდა.
კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე საათში, სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხაადა, თავის მხრივ ქვეყნის პრემიერმინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, გამოყნებეული იყოს ყველა ბერკეტი, რომ თურქეთი არ ჩაერიოს კონფლიქტში.
ნიკოლ ფაშინიანის ამ განცხადებას კი, წინ ოფიციალური თურქეთის - აზერბაიჯანის მხარდამჭერი - განცხადება უძღვოდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, "სტაბილურობისა და მშვიდობის ყველაზე დიდი წინაღობა კავკასიაში სომხეთის მტრული განწყობაა".