იუსტიციის მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ 8-წლიანი ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩაერთვება და მას კანონი ავალდებულებს, რომ თანამდებობა დატოვოს.
თეა წულუკიანი მმართველი გუნდის უცვლელი მინისტრი იყო. "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ 20-ეულში ის მეოთხე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.