უკრაინის პოზიციას რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებისთვის - განუცხადა სეულში მყოფმა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კომენტარი გააკეთა კურსკის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ შეტევაზე.
„მათი პოზიცია კურსკის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს, რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული ნებისმიერი მოლაპარაკების დროს, რომელიც შეიძლება მომავალ წელს დაიწყოს“, - თქვა ბლინკენმა.
5 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელი შეტევა წამოიწყეს რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში. "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის", [ISW] ანალიტიკოსების აზრით, უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს კურსკის რეგიონის სამ რაიონში ფრონტის ხაზის გარღვევა და ტაქტიკური წარმატების მიღწევა.