ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 100-ს გადასცდა, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია

გამოქვეყნდა:

აგრესორი რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვას 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 113.  ამ დროისთვის 59 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული, მათგან 10 მძიმე მდგომრარეობაშია.

რუსებმა ზაპოროჟიე 8 იანვარს დღის მეორე ნახავარში დაბომბეს, მართვადი საჰაერო ბომბები აფეთქდა ინფრასტრუქტურული ობიექტის ადმინისტრაციულ ნაწილთან და გზის სავალ მონაკვეთზე.  მსხვერპლთა უმეტესობა უბრალოდ ქუჩაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმყოფებოდა. დაზიანდა 28 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის ტრამვაი და მიკროავტობუსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი