"მთავარი არხის ჟურნალისტი" ჯეუჰუნ მუჰამედ ალი გუშინ, მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შესახებ, გამოზიებას პირველ ჩვენებას ძლევს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი არ ახსოვს, თუმცა მან მხოლოდ ის 2 ადამიანი დაინახა, ვინც მასზე ძალადობა დაიწყო.
სახეზე მე ვერცერთი ვერ ვიცანი. თუმცა მარნეულში ხშირად ვხდედავ იმ ორ პიროვნებას. თუმცა სახელები და გვარებია რ მახსოვს. უშუალოდ ვინც პირველად დამარტყა, ვისგან მოხვდა მუშტი და წიხლები ეს ადამიანები არ მინახავს. იმიტომ,რომ ეს ყველაფერი მოხდა ზურგიდან. ეს დარტყვემი, რომ გრძელდებოდა ხელის სახეზე ავიფარე და უკვე ხელზე მირტყამდნენ. როგორც არის საჭირო ისე ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. დანარჩენი კიდე გამოძიების სინდისზეა ისინი როგორ მოიქცევნიან - თქვა ჯეიჰუნმა
"მთავარი არხის" ჟურნალისტის ადვოკატის, დიტო საძაგლშვილის თქმით, არ აქვს იმედი, რომ ეს გამოძება ბოლომდე მივა. მისივე თქმით, ორი კვირის წინ ჯეიჰუნს დაემუქრნენ და ის ამ საქმეზეც გამოკითხულია. ადვოკატის თქმითვე, ამ გამოძებას შედეგი არ მოჰქოლია.
იმდენად ბევრი ფაქტი არსებობს ამ საქმეში, რომ არ არის რთულად გამოსაძებელი საქმე. მაგრამ გარკვეულწილად ფორმალობაა ჯეიჰუნის გამოკითვა. არც, რაღაც განსაკუთრებულად პოზიტიური მოლოდონები არ გვაქვს, იმიტმო რომჯეიჰუნს თავს დაესხნენ პოლიციის თანდასწრებით და პოლიციამ ეს თავდასხმა არ აღკვეთა და ბუნებრივია, რომ, არც იმის იმედი არ გვაქვს, რომ ამ გამოძებას რაიმე შედეგი მოყვება - თქვა დიტო საძაგლიშვილმა
მარნეულის პოლიციაში ჯერჯერობით არ მისულან სავარაუდო დამნაშავები. დღეს დაზარალებულებმა პირდაპირ მიუთითეს მარნეულში "ოცნების" შტაბის ხელმძღვანელზე, ამირან გიორგაძე. დაზარალებულების თქმითვე, გიორგაძე ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.
ცნობისთვის, 16 სექტემბერს "მთავარის" ჟურნალისტს, ჯეჰუნ მუჰამედ ალის დაჭრით დაემუქრა დმანისის ადგილობრივ საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატი, ვუგარ ისაევი.