საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანს დიალოგისთვის თბილისში შეხვედრას სთავაზობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრმეიერმინისტრი გიორგი გახარია საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანს დიალოგისთვის თბილისში შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახბე გიორგი გახარამ ინფორმაცია თავის Facebook-ის გვერდზე გაავრცელა. 

განცხადებაში, ასევე წერია, რომ საქართველო კვლავ მოვუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი, მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ. ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში.

საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში - ნათქვამია განცხადებაში 

შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის  27 სექტემბერს განახლდა.  თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში და სომხეთს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები რეგიონში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი