"გადადექი, მოძალადე" - ოპოზიცია მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"გადადექი, მოძალადე"- ამ ლოზუნგით ოპოზიცია აქციას მართავს მარნეულში და საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის გადადგომას ითხოვს. 

29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპისპირების ორგანიზატორად, დაზარალებულები ამირან გორგაძეს ასახელებენ. სამოქალაქო სექტორის ორი წარმოდგენელი გიორგი მუმლაძე და ლაშა ქველაძე ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორებისას, მათზე მთავარი თავდამსხმელი საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე იყო.

შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მთავარი არხის 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს. 

ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი