მთავარი არხის ჟურნალისტი, რომელიც 29 სექტემბერს მარნეულის ინციდენტისას დაშავდა, საკრებულოს თავმჯდომარის სიცრუით გაკვირვებულია.
"რასაც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, სრული სიცრუეა და მიკვირს ხოლმე ამის შემდეგ როგორ უნდა შემომხედოს თვალებში", - ამბობს ჟურნალისტი, რომელსაც ინციდენტის დროს თავი გაუტეხეს. იმავე დღეს დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტიც. დაზიანების ხარისხს ექსპერტიზა ადგენს.
შეგახსენებთ, დღეს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ მონაწილეობა უარყო და ჩვენი ჟურნალისტის მისამართით განაცხადა, რომ მან ცემის იმიტაცია მოაწყო და თვითდაზიანებებიც თავად მიიყენა. "ოცნების" წევრი ამ დრომდე არ დაუკითხავთ, მარნეულში კი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით აქციები დაიწყო.