სამხრეთ კორეის დაზვერვა: როგორც ჩანს, ჩრდ. კორეის ჯარები იანვრის შუა რიცხვებიდან აღარ მონაწილეობენ ბრძოლებში კურსკში

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილო კორეელი სამხედროები იანვრის შუა რიცხვებიდან კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, სავარაუდოდ, აღარ მონაწილეობენ:

„როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეის ჯარები, რომლებიც დისლოცირებული არიან რუსეთის კურსკის რეგიონში, იანვრის შუა რიცხვებიდან არ მონაწილეობდნენ ბრძოლაში“, - ციტირებს სააგენტო AFP სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის განცხადებას.

შეგახსენებთ, გასულ კვირას New York Times-მა ამერიკულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანაკარგების გამო, ჩრდილოეთ კორეის ჯარები ფრონტის ხაზებიდან გაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი