"რუსეთმა, კურსკის რეგიონში, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეიყვანა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში და ამ მიმართულებით ახალი თავდასხმები იყო.

ზელენსკის ცნობით, შეტაკების დროს ასობით რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ ზელენსკის დონეცკისა და კურსკის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"კურსკის რეგიონში იყო ახალი თავდასხმები - ისევ შემოიყვანეს რუსული არმია და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები. განადგურდა ოკუპანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, საუბარია ასობით რუს და ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზე, რათა არ მოხდეს დაძაბულობის გაზრდა ჩვენს ქალაქებში, ჩვენს მიწაზე; და ჩვენს ტერიტორიაზე, ფრონტზე, 60 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება კურსკის რეგიონში", - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს New York Times-ი უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს. მიზეზი მძიმე დანაკარგები გახდა. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ფრონტზე დაახლოებით ორი კვირაა არ შეუმჩნევიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი