"ესტონეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს" | ცაჰკნა

გამოქვეყნდა:

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა მიუნხენში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიას შეხვდა. ამის შესახებ მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ესტონეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს. 

"შევხვდი საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას და ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინდელი ე.წ. არჩევნების ფონზე მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ესტონეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - წერს ცაჰკნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი