„$350 მილიარდს, ბევრ ტექნიკას და ბრძოლის გაგრძელების უფლებას“ | ტრამპი კითხვაზე, რას მიიღებს უკრაინა წიაღისეულზე შეთანხმების სანაცვლოდ

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტების კითხვაზე, რას მიიღებს უკრაინა შეერთებულ შტატებთან ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: „350 მილიარდ დოლარს, ბევრ ტექნიკას, სამხედრო ტექნიკას და ბრძოლის გაგრძელების უფლებას“.

„უნდა ვთქვა - უკრაინა... ძალიან მამაცები არიან, კარგი ჯარისკაცები არიან. მაგრამ შეერთებული შტატების და მისი ფულისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე, ეს ომი ძალიან სწრაფად დასრულდებოდა“ - აღნიშნა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ტრამპს ასევე ჰკითხეს, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს უკრაინაში სამხედრო მიწოდება, რაზეც მან უპასუხა: „შესაძლოა, სანამ რუსეთთან შეთანხმება არ გვექნება. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი გაგრძელდება“.

25 თებერვალს Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დეტალებზე შეთანხმდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, კი ზელენსკი პარასკევს ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი