მაკრონის თქმით, ის და სტარმერი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან.

Le Figaro-სთან ინტერვიუში მაკრონი აცხადებს, რომ ამან უნდა მოიცვას საჰაერო, საზღვაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეტევების შეჩერება.

მაკრონის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა იქნება პირველი ეტაპი, რომლის განმავლობაშიც ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.

გუშინ, 2 მარტს სტარმერმა თქვა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებენ, რომელსაც აშშ-ს წარუდგენენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი