"ეს შურისძიების აქტი არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ სახიფათოცაა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, ტრამპმა ფართოდ გაუღო კარები პუტინს" | სენატორი შაჰინი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი სენატორი, საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ვაშინგტონმა უკრაინას სამხედრო დახმარება დაუპაუზა.

შაჰინი ტრამპის გადაწყვეტილებას "სამარცხვინოს და სახიფათოს" უწოდებს: 

"ეს შურისძიების აქტი ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ, რომელიც წინა ხაზზე იცავს თავისუფლებასა და დემოკრატიას, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ სახიფათოცაა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარები პუტინს, უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ მისი ძალადობის ესკალაციისკენ. შედეგები უდავოდ დამანგრეველი იქნება. ამ შეურაცხყოფას ისიც ემატება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვერაფრის მოპოვება ვერ შეძლო, პუტინის ასე გულუხვი დახმარების სანაცვლოდ. მე მოვუწოდებ ადმინისტრაციას, რომ შეცვალოს აღებული კურსი და გაიხსენოს, რომ ამერიკული ღირებულებები თანხვედრაშია თავისუფალ სამყაროსთან და არა ავტოკრატებთან და მკვლელ დიქტატორებთან", - წერია სენატორის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი