"აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება, რათა შეავსოს ხარვეზი" | ცაჰკნა

გამოქვეყნდა:

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს და დააჩქაროს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს. 

"ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის," - განაცხადა ცაჰკნამ. 

მან ასევე ხაზი გაუსვა ესტონეთის ბოლოდროინდელ ვალდებულებას, რომელიც უკრაინაში 10 000 ჭურვის გაგზავნას გულისხმობს და 2025 წელს დახმარების ხარჯების 25 პროცენტით გაზრდას - "ჩვენი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ შესაძლებელია ახალი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის დასახმარებლად და მოვუწოდებთ უკრაინის ყველა მხარდამჭერს, რაც შეიძლება მალე გაზარდონ დახმარება" - განაცხადა მან. 

ასევე, განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთის გაყინული აქტივები, რომლებიც უკვე ძირითადად ევროპაში მდებარეობს უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოიყენონ. 

"პრეტენზია იმის შესახებ, რომ არ არსებობს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების სამართლებრივი გზები, უსაფუძვლოა. გასულ კვირას მე გავუზიარე დოკუმენტის პროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, სადაც ვთავაზობდი გაყინული აქტივების გამოყენების მკაფიო გადაწყვეტილებას. პოლიტიკური გადაწყვეტილება გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ, რუსეთზე დაწესებული სანქციების მომდევნო გახანგრძლივებამდე, ივნისამდე უნდა იქნას მიღებული. 

ომის ერთადერთმა დამნაშავემ უნდა იგრძნოს ზეწოლა და აგრესიის მსხვერპლს უნდა ჰქონდეს ძლიერი მხარდაჭერა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ვაიძულოთ რუსეთი დათმოს თავისი მიზნები და მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში," - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. 

შეგახსებეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ განკარგულება გასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი