"ტრამპის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილების გადაუდებელ აუცილებლობას - დროა ევროპა მტკიცედ გადავიდეს სიტყვებიდან მოქმედებაზე" | ჩეხეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

"პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილების გადაუდებელ აუცილებლობას.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები და ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ეს მოითხოვს გაზრდილ ინვესტიციებს თავდაცვაში. ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ასევე ნიშნავს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერებას. ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ წარმატების უფლება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ყველას გვემუქრება.

ფუნდამენტური საერთაშორისო გამოწვევების გადასაჭრელად სხვებზე დაყრდნობის ეპოქა დასრულდა. ახლა დროა ევროპა მტკიცედ გადავიდეს სიტყვებიდან მოქმედებაზე".

- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩეხეთის პრემიერმინისტრი პეტრ ფიალა წერს და აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზებას ეხმიანება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი