საფრანგეთი უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას სთავაზობს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას სთავაზობს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა მას შემდეგ, რაც გუშინ, აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ნაწილობრივ შეაჩერა.

"ჩვენ გვაქვს სადაზვერვო რესურსი, რომელსაც ვიყენებთ უკრაინელების დასახმარებლად... ეს [აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება] შეჩერებულია გუშინდელი დღის შემდეგ. ვფიქრობ, ჩვენი ბრიტანელი მეგობრებისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებთან სადაზვერვო საზოგადოებაში არიან, ეს უფრო რთულია," - განაცხადა ლეკორნუმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა გუშინ, უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი