მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტის გამო "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აქტივისტი გიორგი მუმლაძე მარნეულის საკრებულოს თავჯდომარეს, ამირან გიორგაძეს ადანაშაულებენ. მათი თქმით, გიორგაძე ჩხუბის დროს პირადად გასცემდა ბრძანებებს და რამდენჯერმე ჩაერთო ფიზიკურ დაპირისპირებაშიც. 

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ამ დრომდე  არ დაუკითხავთ. "მთავარის" ინფორმაციით, მისი მფარველი ადგილობრივი პოლიციის სამართველოს უფროსი იოსებ სიგუაა, რომელსაც ზურგს "ქართული ოცნება" უმაგრებს. 

აღსანიშნავია, რომ დაკავებულ ორ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით ჯგუფურ ძალადობას ედავებიან და მათ წინაშე ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის მუხლით გამოძიება არ დაწყებულა. 

შეგახსენებთ, რომ მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი