ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის შეხვედრას ეხმაურებიან და მის შედეგებს მიესალმებიან.
"მივესალმებით დღევანდელ ამბებს ჯიდადან აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე წინადადებას და ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების აღდგენას. ეს არის პოზიტიური მოვლენა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. ევროკავშირი მზადაა პარტნიორებთან ერთად, სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში თავისი როლი შეასრულოს", - წერენ ფონ დერ ლეიენი და კოშტა.
ამავე თემაზე: