თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ტრამპის წარმომადგენელი ამ კვირაში მოსკოვს ეწვევა

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი ამ კვირაში, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებისთვის, მოსკოვში გაემგზავრება.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი რუს კოლეგას ესაუბრა.

ცოტა ხნის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ "ჰყავთ ხალხი, რომელიც ახლა რუსეთში მიდის".

პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ყველაფერი რუსეთის გადასაწყვეტია.

Guardian-ის ცნობით, მან ასევე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გარკვეული დადებითი გზავნილები მიიღეს.

საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც, კიევი დათანხმდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას მთელ ფრონტზე. საპასუხოდ, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სამხედრო დახმარებას და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას უკრაინისთვის.

აშშ-ში აცხადებენ, რომ "ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი