ტრამპსა და პუტინს შორის საუბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა, რა დროსაც დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სახლები და დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა - მოსკოვმა 2 ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერი", 4 საზენიტო რაკეტა და საბრძოლო დრონები გამოიყენა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვამ 72 დრონი ჩამოაგდო. გარდა ამისა, 45 უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა, საიდანაც 19 საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.

გარდა ამისა, რუსეთმა დნიპროპეტროვსკში უკრაინის რკინიგზის ენერგოსისტემას შეუტია, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი და პრობლემა შეექმნა ელექტრომომარაგების პროცესს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა ობიექტზე იერიში მეორედაც მიიტანა.

რუსული დრონების თავდასხმა მოხდა დნიპროსა და პავლოგრადშიც, რა დროსაც რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა - დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, კერძო სახლები და ავტომობილი. ინფორმაცია რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა დაადასტურა. ლისაკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა 8 დრონი ჩამოაგდეს.

ოკუპანტებმა იერიში კიევის ოლქზეც მიიტანეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა 30-ზე მეტი სახლი და 19 მანქანა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, დონალდ ტრამპმსა და ვლადიმერ ზელენსკის შრის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის იდეას, რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივი 30-დღიანი უარის თქმის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი