იტალიის პრემიერმინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელებისკენ. ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ სწორედ ეს გამოავლენს, რამდენად სერიოზულად უყურებს რუსეთი მშვიდობას.
"NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება ყველაზე მარტივი და ეფექტური გამოსავალია, მათ შორის, სწორედ იმიტომ, რომ ეს ხელს შეუწყობს რუსეთისგან შესაძლო ბლეფის გამოვლენას.
თუ რუსეთი არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში ხელახალ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია" - ამბობს მელონი.
იტალიის პრემიერმა NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელების შესახებ პირველი ინიციატივა მარტის დასაწყისში გამოთქვა.