მედია: რუსების მიერ ოდესის ოლქის დაბომბვისას ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსების მიერ ოდესის ოლქის დაბომბვისას ქალაქში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტი თავდასხმის დროს საპორტო ქალაქში რეგიონის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდა.

ცნობისთვის, რუსეთი ოდესის რეგიონს დრონებით გასულ ღამეს დაესხა თავს, შედეგად სამი მოზარდი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი