გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ხელი მოაწერა თავდაცვის ხარჯების მრავალმილიარდიან პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებასაც.
დამტკიცებული კანონის მიხედვით, მომდევნო 12 წლის განმავლობაში გერმანიაში ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის 500 მილიარდი ევრო გამოიყოფა.
კანონპროექტი გუშინ, 21 მარტს, გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმაც.