ქალაქ სუმზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ქალაქ სუმზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა, მათ შორის 23 ბავშვია. ინფორმაციას სუმის საქალაქო საბჭო ავრცელებს.

ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმის შედეგებს ახლაც ებრძვიან. 3 ლოკაციაზე შექმნილია სპეციალური შტაბი, ადგილზე მუშაობენ მაშველები და პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო თავდასხმა სუმზე გუშინ, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა. იერიში სუმის მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე განხორციელდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სკოლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი