საუდის არაბეთში, აშშ-უკრაინის დელეგაციების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას მედია უკრაინის დელეგაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიის წყარო ამბობს, შეხვედრა ელ რიადში განახლდა.
"ჩვენ ამერიკელებთან მუშაობას ვაგრძელებთ", - თქვა უკრაინის დელეგაციის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშნ უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ ვაშინგტონი და კიევი მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-რუსეთის შეხხვედრა შედგებოდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.