"როგორ მოიქცევა რუსეთი უახლოეს დღეებში, ბევრ რამეს გამოავლენს, თუ არა ყველაფერს. თუ კვლავ იქნება საჰაერო თავდასხმის განგაში, თუ განახლდება სამხედრო აქტივობა შავ ზღვაში, თუ რუსული მანიპულაციები და მუქარები გაგრძელდება, მაშინ, კონკრეტულად მოსკოვის წინააღმდეგ, ახალი ზომების მიღება იქნება საჭირო.
დიპლომატიამ უნდა იმუშაოს. და უკრაინული მხარე, ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოხდეს.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარება. შეერთებული შტატების მადლობელი ვარ ჩვენი გუნდების კონსტრუქციული და ეფექტური მუშაობისთვის.
ახლა რუსეთისგან შედეგია საჭირო. ჩვენ მათ არ ვენდობით. და გულწრფელად რომ ვთქვათ, მსოფლიო არ ენდობა რუსეთს. და მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად მზად არიან ომის დასასრულებლად - მზად არიან, შეწყვიტონ მსოფლიოს, პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკის მოტყუება."
- ამბობს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლორიმირ ზელენსკი.
ნახეთ: