შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ რუსეთი პირობებს აყენებს | ტრამპი ამბობს, რომ განიხილავს

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის განცხადების მიუხედავად, რომ რუსეთთან გარკვეულ საკითხებზე აშშ-ის დელეგაციამ საუდის არაბეთში შეთანხმებას მიაღწია, კრემლი მაინც საკუთარ პირობებს აყენებს. კერძოდ, შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, პუტინი გარკვეული სანქციების მოხსნას ითხოვს.

ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს რუსეთის მოთხოვნებს - ”არსებობს ხუთი, ან ექვსი პირობა და ჩვენ განვიხილავთ მათ”, - თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული მოლაპარაკებების შესახებ თეთრმა სახლმა გუშინ 2 განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსულ და უკრაინულ მხარეებთან მიღწეულ შეთანხმებებზე იყო საუბარი. ვაშინგტონის ცნობით, ორივე მხარე დათანხმდა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხო უსაფრთხო ნავიგაციას, ასევე ენერგოობიექტებზე დარტყმების აკრძალვას 30 დღის განმავლობაში. 

თუმცა, რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ გემების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ პუნქტი მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ზოგიერთი ანტირუსული სანქცია მოიხსნება. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი