ტრამპი ამბობს, რომ რუსეთს ომის დასრულება უნდა და ამავდროულად არ გამორიცხავს, რომ კრემლი "დროს წელავს"

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მტკიცებით, რუსეთს ომის დასრულება უნდა, თუმცა ამავდროულად არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი "დროს აჭიანურებს".

Newsmax-ის ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ კრემლი დროს წელავს, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი აზრით, "რუსეთს სურს დასასრულის ნახვა".

"თუმცა, შეიძლება ისიც იყოს, რომ დროს წელავენ", - თქვა მან.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული მოლაპარაკებების შესახებ თეთრმა სახლმა გუშინ 2 განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსულ და უკრაინულ მხარეებთან მიღწეულ შეთანხმებებზე იყო საუბარი. ვაშინგტონის ცნობით, ორივე მხარე დათანხმდა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხო უსაფრთხო ნავიგაციას, ასევე ენერგოობიექტებზე დარტყმების აკრძალვას 30 დღის განმავლობაში. 

თუმცა, რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ გემების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ პუნქტი მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ზოგიერთი ანტირუსული სანქცია მოიხსნება. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი