კრემლმა გამოაქვეყნა ობიექტების სია, რომლებზეც დროებითი ცეცხლის შეწყვეტისას თავდასხმა არ უნდა მოხდეს

გამოქვეყნდა:

კრემლმა გამოაქვეყნა აშშ-სთან შეთანხმებული, რუსეთსა და უკრაინაში არსებული ობიექტების სია, რომლებზეც მორატორიუმი გამოცხადდა და ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ფარგლებში თავდასხმა არ უნდა განხორციელდეს.

სიაში შედის:

  • ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები;
  • ნავთობისა და გაზის მილსადენები და საწყობები, სატუმბი სადგურების ჩათვლით;
  • ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროსადგურები,
  • ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და გამანაწილებელი ბლოკები;
  • ატომური ელექტროსადგურები;
  • ჰიდრო-ელექტრო კაშხლის ნაგებობები.

როგორც კრემლის განცხადებაშია ნათქვამი, დროებითი მორატორიუმი "მოქმედია 30 დღით, 2025 წლის 18 მარტიდან" და შეიძლება გაგრძელდეს, თუ ორივე მხარე შეთანხმდება.

"თუ რომელიმე მხარე დაარღვევს მორატორიუმს, მეორე მხარეს უფლება აქვს ჩათვალოს, რომ შეთანხმების შესრულების ვალდებულება არ აქვს", - ამბობენ რუსი ოფიციალური პირები.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული მოლაპარაკებების შესახებ თეთრმა სახლმა გუშინ 2 განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსულ და უკრაინულ მხარეებთან მიღწეულ შეთანხმებებზე იყო საუბარი. ვაშინგტონის ცნობით, ორივე მხარე დათანხმდა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხო უსაფრთხო ნავიგაციას, ასევე ენერგოობიექტებზე დარტყმების აკრძალვას 30 დღის განმავლობაში. 

თუმცა, რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ გემების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ პუნქტი მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ზოგიერთი ანტირუსული სანქცია მოიხსნება. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი