"ნაციონალური მოძრაობის" საოლქო კომისიის წევრი, რომელიც ჯერ სცემეს, შემდეგ კი დააკავეს, პოლიციის შენობიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ქველაძეს მაღალი ტემპერატურა აქვს და covid19-ზე ტესტირება ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის პოლიციის განყოფილებაში ქველაძე, დღეს დილით ადვოკატთან ერთად მივიდა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ელოდებოდა, თუმცა ცოტა ხანში მას ბრალი წაუყენეს და დააკავეს
შეგახსენებთ, რომ ლაშა ქველაძეს 29 სექტემბერს, მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დროს "ოცნების" აქტივისტებმა და ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა სასტიკად სცემეს.
ქველაძის დაკავებაზე ოფიციალური განცხადება დღეს შსს-ში გააკეთეს.