რუსეთმა უკვე დაბომბილ სუმიზე მორიგი იერიში მიიტანა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ქალაქ სუმიზე მორიგი იერიში მიიტანა. წინასწარი მონაცემებითმ, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სუმის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, იერიშის დროს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, რუსეთმა ქალაქ სუმიზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცრე 35 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, დაშავდა 100-ზე მეტი მოქალაქე. მოგვიანებით, რუსეთმა დაადასტურა, რომ სუმი „ისკანდერ-M“ ტიპის რაკეტებით დაბომბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი