სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აქტივისტი გიორგი მუმლაძე მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე პოლიციამ დაზარალებულად სცნო.
დაკიტხვიდან გამოსული მუმლაძე ამბობს, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე - ამირან გიორგაძესთან ერთად, ძალადობის კიდევ ერთი მონაწილე- საუბნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი შუბითიძე ამოიცნო.
მუმლაძე ამბობს, რომ გამოძიება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს, რის გამოც ის პოლიციას არ ენდობა
მცნეს დაზარალებულად, რის შედეგადაც მომეცა საშუალება, რომ გავცნობოდი, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ.
თავიდანვე ვამბობდი, რომ ზოგადად, გამოძიების მიმართ არ მქოდნა ნდობა, ვინაიდან სახეზე არის, ცალსახად, კონკტერულ ადამიანებზე ხელის დაფარების ფაქტი, თუნდაც მტკიცებულებებიდან ეს ჩანს. საქმეში არსებული მასალებიდან ჩანს მომენტი, როდესაც დაიწყო ჩემს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა და ეპიზოდის დასაწყისში ნათლად ჩანს ამირან გიორგაძე და კიდევ ჩვენ ამოვიცანით ერთი პიროვნება, გიორგი შუბითიძე ეს არის, მეორე გიორგი შუბითიძე, რომელიც არის კონკრეტულდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 27-ე უბანზე და მე პირაპირ ვამბობ, ამ ადამიანთან მიმართებაში მე მქონდა დაწერილი საჩივარი, რომ მას უნდა შეწყვეტოდა უფლება მოსილება კანონდარღვევის გამო და განვიხილავ ამ ფაქტს, როგორც გარკვეულწილად ჩემზე შურისძიებას, - ამბობს მუმლაძე.
ცნობისთვის, მარნეულში 29 სექტემბერს, მასშტაბური ფიზიკური დაპირისპირებისას გიორგი მუმლაძეს "ოცნების" აქტივისტებმა სცემეს. იმავე დრეს თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს და "ენმ"-ს ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს, მამა-შვილ ქველაძეებს.
გიორგი ქველაძე პოლიციამ დღეს დააკავა. მარნეულის პოლიციის განყოფილებაში ქველაძე დღეს დილით ადვოკატთან ერთად მივიდა, ის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ელოდებოდა, თუმცა ბრალი წაუყენეს.