ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე რუსეთისგან პასუხს ამ კვირაში ელოდება

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე რუსეთისგან პასუხს ამ კვირაში ელოდება - „ამ კვირაში მათგან პასუხს მივიღებთ. სინამდვილეში, ძალიან მალე. ჩვენ გვინდა, რომ ეს შეწყდეს. ჩვენ გვინდა, რომ სიკვდილიანობა და მკვლელობები შეწყდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  ტრამპმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მისაღებად ვადა აპრილის ბოლომდე მისცა. ამავე ინფორმაციით, სხვა შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი