"16:00 საათამდე, რუსეთის მიერ დაბომბვის 901 შემთხვევა დაფიქსირდა... პუტინის სიტყვები „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ფუჭი აღმოჩნდა" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"16:00 საათამდე, რუსეთის მიერ დაბომბვის 901 შემთხვევა დაფიქსირდა... პუტინის სიტყვები „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ფუჭი აღმოჩნდა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს და 16:00 საათის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმებს აქვეყნებს. 

მთავარსარდალ სირსკის მოხსენება 16:00 საათის მონაცემებით, აღდგომა დღეს: 

სამწუხაროდ, რუსული ძალების მიერ მძიმე შეიარაღების გამოყენების გაზრდის ტენდენცია გრძელდება. დღის დასაწყისიდან საღამოს 16:00 საათამდე სხვადასხვა მიმართულებით სულ 46 რუსული თავდასხმა და დაბომბვის 901 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 448 მძიმე იარაღს მოიცავდა. უკვე დადასტურებულია რუსების მიერ FPV დრონის გამოყენების 400-ზე მეტი შემთხვევა. 

რუსეთის საბრძოლო მოქმედებების ყველაზე მაღალი დონე აღდგომა დღეს პოკროვსკის მიმართულებითაა. პუტინის სიტყვები „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ასევე ფუჭი აღმოჩნდა კურსკის რეგიონში, სივერსკის მიმართულებითა და დონეცკის რეგიონის სხვა მიმართულებებში.

ტორეცკის მიმართულებით ჩვენი ჯარები, სამწუხაროდ, რუსების ჩასაფრებაში მოხვდნენ. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამაში პასუხისმგებელი რუსი ჯარისკაცები პასუხს აგებენ.

უკრაინის არმია მოქმედებს და განაგრძობს მოქმედებას სრულიად სიმეტრიულად. აღდგომა დღემ ნათლად აჩვენა, რომ ამ ომის ერთადერთი წყარო და მისი გაჭიანურების მიზეზი რუსეთია. ჩვენ მზად ვართ, გადავიდეთ მშვიდობისა და სრული, უპირობო და პატიოსანი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მინიმუმ 30 დღეს, მაგრამ რუსეთის მხრიდან ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება აჩვენებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის დამყარებისთვის მოსკოვზე ზეწოლა და საოკუპაციო ძალების ქმედებების რეალური ზედამხედველობაა საჭირო", - წერს ზელენსკი X-ზე.

შეგახსენებთ, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი