"მან იცოდა, როგორ მიეცა იმედი... ის ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის" | ზელენსკი რომის პაპის გარდაცვალებაზე

გამოქვეყნდა:

"მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების ტრაგიკულ ამბავს. მან ცხოვრება ღმერთს, ხალხს და ეკლესიას მიუძღვნა.

მან იცოდა, როგორ მიეცა იმედი, როგორ შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და როგორ შეეწყო ხელი ერთიანობისთვის. ის ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში და უკრაინელებისთვის. ჩვენ ერთად ვგლოვობთ კათოლიკეებთან და ყველა ქრისტიანთან ერთად, ვინც სულიერი მხარდაჭერისთვის პაპ ფრანცისკეს მიმართავდა. მარადიული ხსოვნა!"

- ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს და რომის პაპის გარდაცვალებას ეხმიანება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი